საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29855

ფაქტი 29855

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, ზუგდიდის განყოფილების გამგეობას დ. ზუგდიდში სკოლის გახსნასთან დაკავშირებით დახმარება უთხოვია საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის, რომელიც მასწავლებლის გამოგზავნას შეჰპირდა ზუგდიდელებს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29855; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .