საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29863

ფაქტი 29863

1913 წლის 7 ივლისს გამართული სეირნობიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას შეუვიდა 150 მანეთი და 88 კაპიკი. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ შემოწირულობის სახით სულ 202 მანეთი და 13 კაპიკი შეაგროვა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ, თავმჯდომარის ამხანაგმა კლიმენტი ლორთქიფანიძემ, გამგეობის მდივანმა ნიკო ბუკიამ და გამგეობის წევრებმა: გიორგი ხერხეულიძემ, კატო კედიამ და სოკრატე კეშილავამ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29863; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .