საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29870

ფაქტი 29870

1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს შეატყობინა, რომ ზუგდიდის განყოფილების გახსნა ივნისამდე ვერ მოხერხდებოდა, სანამ გუბერნატორისგან შესაბამისი საბუთი არ მოვიდოდა. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29870; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .