საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29944

ფაქტი 29944

1913 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – გ. ბურჭულაძე) თბილისის გუბერნატორს აცნობებს (№ 74), რომ სიღნაღის მაზრის სოფ. ქვემო მაჩხაანში იხსნება საზოგადოების ფილიალი (საფუძველი – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფი) და აცნობს არჩეული გამგეობის შემადგენლობას: თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, წევრები – ალექსანდრე ინაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29944; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .