საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30047

ფაქტი 30047

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე სოკრატე კეშილავამ წაიკითხა გამგეობის მინდობილობით შედგენილი მოხსენება, რომელიც ეხებოდა ზუგდიდის მაზრის სახალხო სკოლებში ქართული ენის სწავლებას, სავალალო მდგომარეობას ამ მხრივ და ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30047; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .