საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30057

ფაქტი 30057

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე ერთხმად აირჩიეს საზოგადოების წევრობის მსურველები. სულ კრებას ახალი წევრების ჩათვლით ესწრებოდა 32 პირი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30057; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .