საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30058

ფაქტი 30058

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ახალი წევრების მიღება, 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის დამტკიცება, მომავალი წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნა, თხოვნა მთავარი გამგეობისთვის განყოფილების შემოსავლის 20%-ის ზუგდიდელებისთვის დატოვების თაობაზე 1914 წელს. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30058; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .