საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30088

ფაქტი 30088

1920 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სარევიზიო კომისიის ოქმში წერია, რომ სარევიზიო კომისიამ განიხილა 1915, 1916, 1917, 1918 და 1919 წლების ანგარიშები, რომლებიც წესისამებრ იყო შედგენილი. ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ განყოფილების ძირითადი შემოსავლის წყარო სტამბა იყო, რომელსაც ერთი პირი ხელმძღვანელობდა. ანგარიშს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები მირიან ბასილია და ისიდორე კვიცარიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30088; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .