საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30195

ფაქტი 30195

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1915 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირთულეების მიუხედავად, განყოფილებას იმედი ჰქონდა 1916 წელს წევრები შემოემატებოდა, რადგან საწევრო გადასახადი ერთ მანეთანდე იყო შემცირებული. ამასთან, ქიზიყში იზრდებოდა ღირსეული ახალგაზრდობა, რომელიც მიხვდებოდა, რომ ინტელიგენტობა კაცს მარტო სუფრის თავში დაჯდომას კი არ ავალებდა, არამედ შრომასა და პატარა წვლილის შეტანას სამამულიშვილო საქმეში, ამიტომ გასართობად და საყოყლოჩინოდ არ ჩაეწერებოდა ამ საზოგადოების წევრად. ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ და მდივანმა ალექსანდრა მიხეილის ასულმა მჭედლიშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30195; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .