საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30545

ფაქტი 30545

1916 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განხილული სასკოლო სექციის მოხსენების თანახმად, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი ვერ ეგუებოდა ზუგდიდის ნესტიან ჰაერს და ხშირად ავადმყოფობდა. სწორედ ავადმყოფობას მიიჩნევდა გამგეობა მისი უნაყოფო მუშაობის მიზეზად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30545; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .