საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30663

ფაქტი 30663

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულმა საზოგადოებამ გამგეობას მთიელთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წინაშე რეკომენდაცია სთხოვა რამდენიმე საკითხის მოსაგვარებლად – აღდგენილიყო საზოგადოების კავკავის განყოფილება,  სკოლის შენობა გათავისუფლებულიყო მუნიციპალიზაციისგან და განათლების სამინისტროს აღმოეჩინა მატერიალური დახმარება. გამგეობამ კავკაველ ქართველებს დახმარება აღუთქვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30663; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .