საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31051

ფაქტი 31051

1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ურჩია, აეხსნა გუბერნატორისთვის დაბა ზუგდიდში გასახსნელი ბიბლიოთეკისთვის ლეონიდეს სახელის მინიჭების მიზეზი. კერძოდ, ის რომ, ლეონიდემ შესწირა ბიბლიოთეკას 100 მანეთი. თუმცა, ბურჯანაძის აზრით, ზუგდიდელებს ეს საკითხი ლეონიდესთანაც უნდა შეეთანხმებინათ, თანახმა იყო თუ არა ის. ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკაში სავარაუდოდ უფრო მეტად სასულიერო შინაარსის წიგნები უნდა ყოფილიყო, რაც ნაკლებად შეეფერებოდა სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს. მაშინ, ბურჯანაძის აზრით, აჯობებდა ბიბლიოთეკისთვის იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის ან ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31051; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .