საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31057

ფაქტი 31057

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის დასაწყისიდან 15 მარტამდე გამგეობა შედგებოდა 6 წევრისგან, ხოლო 15 მარტს მას შეემატა კიდევ ორი წევრი: ანდრია პატარაია და ბაგრატ უგულავა. პირველ აგვისტოს გამგეობა დატოვეს ანდრია პატარაიამ და გიორგი ხერხეულიძემ, ხოლო თვის ბოლოს – სოკრატე კეშილავამ. ამავე დროს, გამგეობის წევრობის კანდიდატად დასახელდა გრიგოლ რეიკინი. 1914 წლის 26 ოქტომბერს გამგეობამ აირჩია კიდევ ოთხი წევრი: მარიამ ჟორდანია, მიხეილ პატარაია, ილარიონ მიქელაძე და ივანე ოსიძე. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.

წელი:
1915
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31057; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .