საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31208

ფაქტი 31208

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებამ დაბა ზუგდიდში მომავალი სექტემბრისთვის ქართული სკოლის გახსნის საქმე მიანდო განყოფილების გამგეობას და დამხმარედ მიუჩინა ორი ახალი წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31208; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .