საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31298

ფაქტი 31298

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ წარუდგინა გასული წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გასულ 1912 წელს ზუგდიდის განყოფილებას ჰყოლია 23 წევრი, რომელთაგან საწევროს სახით შემოსულა 99 მან. ამ თანხიდან 90 მან. გაეგზავნა მთავარ გამგეობას, ხოლო ღერბის მარკებში დაიხარჯა ერთი მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი. საზოგადოებას შემოსავლის სახით დარჩენია 7 მან. 50 კაპ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31298; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .