1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ორი მაჰმადიანი ქართველი მოსწავლის – გულთაიშვილისა და კაიკაციშვილის თხოვნა ფულადი დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათთვის დასახმარებლად 450 მანეთი გადაედო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი