საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32108

ფაქტი 32108

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ აუხსნა საზოგადოებას, რომ საგანგებოდ კრების მოწვევა გამოიწვია იმ წლის 15 მაისს მთავარი გამგეობისგან მიღებულმა წერილმა, სადაც ეწერა, რომ ზუგდიდის განყოფილების იმ წლის 2 მარტის საზოგადო კრება უკანონოდ იქნა ცნობილი და საჭირო იყო კრების ხელახლა მოწვევა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32108; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .