საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32113

ფაქტი 32113

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, განხილვის მთავარი საგანი სხდომაზე იყო მომავალი ქართული სკოლის ერთდროული და ყოველწლიური ხარჯთაღრიცხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32113; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .