საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32190

ფაქტი 32190

1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადებითვე უპასუხა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში ეწერა, რომ მთავარ გამგეობას სურდა განყოფილებათა რწმუნებულთათვის გაეცნო საქმის ნამდვილი ვითარება და თუ ამის შემდეგაც თხუთმეტივე წევრი საზოგადო კრების ჩატარებას მოითხოვდა მთავარი გამგეობა დაუყოვნებლივ შეასრულებდა მათ მოთხოვნას. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32190; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .