საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32548

ფაქტი 32548

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. კრებაზე უნდა განეხილათ შემდეგი საკითხები: წლიური ანგარიშის მოხსენება, სარევიზიო კომისიის არჩევა, ახალი წევრების მიღება, ქართული სკოლის დაარსება დაბა ზუგდიდში, მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევა. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

წელი:
1913
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32548; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .