1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადო კანონმდებლობით ელზას-ლოტარინგიის მმართველობა გადავიდოდა მთავრობის ხელში და მხოლოდ რჩევებს მიიღებდა ელზას-ლოტარინგიის საერო საბჭოსგან. ასევე, საერო საბჭოს არ ჰქონდა უფლება მთავრობასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში გერმანიის პარლამენტისთვის მიემართა.

წყარო: ივერია, 1877 | 7 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა