საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32700

ფაქტი 32700

1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა განცხადება, რომ მარტიდან გამოდის თბილისში ქართული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“. დამტკიცებული პროგრამა რედაქციას ნებას აძლევს იქონიოს გაზეთში შემდეგი განყოფილებანი: 1) კორესპონდენციები, საქართველოს, რუსეთისა და უცხო ქვეყნების შესახებ, 2) სამეცნიერო განყოფილება, 3) სხვადასხვა სახის პროზაული ნაწარმოებები, 4) კრიტიკა და ბიბლიოგრაფია, 5) ფელეტონი, 6) სასამართლოს მატიანე, 7) სხვადასხვა გაზეთების ნაამბობი, 8) კერძო პირთა განცხადებანი და საჭირო ცნობათა სქემა.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1877 | 3 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32700; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .