საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32721

ფაქტი 32721

1921 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ჩიგოგიძემ, თამარ ჯარიაშვლისა და პარმენ ჭანიშვილის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობი N 64 და გამოიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ ხელახლა დაკეტეს საწყობი, გასაღებები დავით კარიჭაშვილს გადასცეს, ხოლო ბეჭედი – თამარ ედილაშვილს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32721; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .