საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32787

ფაქტი 32787

1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 26-ე მუხლის მიხედვით მთავარი გამგეობის თავმჯდომარე: ა) თვალყურს ადევნებს გამგეობის წესდების ნამდვილად ასრულებას; ბ) ხელმძღვანელობს თათბირს სხდომის დროს; გ) საზოგადოების საქმეთა შესახებ აქვს მიწერ-მოწერა სათანადო უწყებებსა, დაწესებულებებსა და პირებთან, როგორც საზოგადოების ისე თავის სახელით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32787; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .