საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33551

ფაქტი 33551

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილი დ. ბაქრაძის სტატიის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ მიხედვით, ევროპაში საქართველოს შესახებ მასალები მოიპოვებოდა ბიზანტიის ისტორიის (Histoire du Bas-Empire) მეცამეტე ტომში ჩართული სენ-მარტინის ბიოგრაფიაში. ეს ისტორია შეადგენილი იყო მე-18 საუკუნეში ჩარლზ ლე ბოს მიერ 21 ტომად. გამოიცა მე-13 ტომამდე 1824 წელს სენ-მარტინისგან, 1836 წელს კი დაასრულა ბროსემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33551; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .