საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34302

ფაქტი 34302

1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნოე ქურიძის ავადმყოფობის საკითხი. ის სოხუმში მომხდარი არეულობის დროს სულით დაავადდა. ავადმყოფობის შემდეგ ქურიძე თბილისში ჩამოიყვანეს. მისი ოჯახი მატერიალურ დახმარებას საჭიროებდა. გამგეობამ ქურიძის დასახმარებლად სამასი მანეთი გადადო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34302; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .