საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34835

ფაქტი 34835

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ მიხეილ ივანეს ძე შადინოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში ველიამინოვის ქუჩაზე მდებარე ორი ქვითკირის ორსართულიანი სახლი და 236 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34835; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .