საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34982

ფაქტი 34982

1897 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს აცნობებს, რომ ეგზავნება აპრილის ჯამაგირი 3 თუმანი და მის მიერ მოთხოვნილი 45 ცალი ბადიანი რვეული. ის სთხოვს, აცნობოს ფულის მიღება, რვეულების ანგარიშზეც მოუწეროს ხელი და გაუგზავნოს უკანვე, ხოლო ანგარიშის პირი თავად დაიტოვოს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34982; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .