საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35036

ფაქტი 35036

1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თელავში მოღვაწე სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომლის თანახმად მოსახლეობისგან აღებული თანხით ის აპირებდა ეკლესიისთვის კანკელის აშენებას, მაგრამ კალატოზებს ეგონათ, რომ ძველი კანკელი ნაკურთხი იყო და მისი დანგრევა შეეშინდათ. ამიტომ გაჭიანურდა ახალი კანკელის აშენება და არა იმის გამო, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა მან ეს თანხა, როგორც ალექსანდრე ვახვახოვი ამბობდა.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1877 | 20 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35036; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .