საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35069

ფაქტი 35069

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ მსახიობთა კავშირის გამგეობის თხოვნა. ისინი გეგმავდნენ მსახიობ ვიკტორ გამყრელიძის 30 წლის მოღვაწეობის აღნიშვნას. საზოგადოების გამგეობას სთხოვდნენ მათთვის 25 მაისამდე ეცნობებინა რა სახით მიიღებდა აღნიშნულ სადღესასწაულო იუბილეში მონაწილეობას. საკითხის განხილვა გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35069; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .