საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35070

ფაქტი 35070

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის პედაგოგის კალისტრატე ჟვანიას შესახებ ცნობა. ის ქართული უნივერსიტეტის თავისუფალ მსმენელად ირიცხებოდა და ლექციებს ესწრებოდა, ხოლო საგურამოს სასწავლებელში თავის მოვალეობას არ ასრულებდა. გამგეობამ გადაწყვიტა მისთვის შენიშვნა მიეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35070; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .