საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35072

ფაქტი 35072

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს თხოვნა მათთვის საზოგადოების წიგნსაცავის ყველა გამოცემული და გამოსაცემი წიგნის ორ-ორი ცალის უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35072; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .