საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35101

ფაქტი 35101

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მიხეილ პაატას ძე საგინაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი მიწები, საძოვარი ადგილები და ტყე, რომლებიც მდებარეობდა თელავის სოფლებში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
მფლობელობა
წყარო:
ივერია, 1877 | 13 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35101; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .