საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35106

ფაქტი 35106

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ნატალია ივანეს ასულ ზემიანსკის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, ყოველგვარი შენობებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
მფლობელობა
წყარო:
ივერია, 1877 | 13 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35106; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .