საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35148

ფაქტი 35148

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილში აღწერილი იყო ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრება. როგორც ირკვევა, მაჰმადიანთა მიერ დანგრეული ქალაქი ხელახლა გაუშენებიათ მდინარე ფცხოვის მარცხენა სანაპიროზე. 1829 წლის 3 აგვისტოს იმ მხარის მმართველ პოლკოვნიკ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით უნდა ეკურთხათ ახალაშენებული ქალაქის მიდამოები და დაერიგებინათ მიწები ხალხისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35148; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .