საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35149

ფაქტი 35149

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, ახალციხის მხარის მმართველ თედორე კარლის ძე დრეშერნს სამი ადგილობრივი ეკლესიის (ერთი ბერძნულ-ქართულისა და ორი სომხურის) კურთხევის დღედ გამოუცხადებია 1830 წლის 15 აგვისტო, რუსთა მიერ ახალციხის აღების დღე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35149; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .