საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3517

ფაქტი 3517

რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარის მაგიერ მ. გობეჯიშვილი (მდივანი მაისურაძე) განათლების სამინისტროს სწერდა, რომ გამგეობამ მხედველობაში მიიღო მაზრაში საშუალო სასწავლებლის გახსნის საჭიროება, ამიტომ 1919 წლის 31 ივლისს დაადგინა: ქ. ონში მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გაიხსნას გიმნაზია, რომლის თვიურ ხარჯებს გამგეობა თავის თავზე იღებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3517; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .