საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35249

ფაქტი 35249

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კავკასიის ოლქის უფროსს გაუგზავნა სამედიცინო საბჭოს რეკომენდაციები, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ ქოლერისგან თავის დასაცავად და დაავადებულთა მკურნალობის დროს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35249; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .