საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35276

ფაქტი 35276

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა იოსებ ნიკოლოზის ძე ბუჟღულაშვილმა აღიარა, რომ ის იმყოფებოდა სოფელ მეჯვრისხევის კანცელარიაში, რათა კარალეთში წასასვლელად მიეღო საშვი. მან დაინახა, რომ კანცელარიაში უფროსობდა გეურქა მიხეილის ძე შახნაზაროვი, ტელეფონთან იჯდა კოტე ივანეს ძე ურიგაშვილი, კოოპერატივის თოფით შეიარაღებულები დადიოდნენ იოსებ (ია) მიხეილის ძე ბუჯიაშვილი და კარაპეტ ზაქარიას ძე მეჩითოვი, რამან თედოს ძე დალაქიშვილი კი მისდევდა მღვდელ კასრაძეს და მას იცავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35276; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .