საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35306

ფაქტი 35306

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, ელიზავეტპოლის ოლქიდან ეპიდემია მტკვრის დინების მიმართულებით გავრცელებულა და 1830 წლის 27 ივლისს თბილისის მიდამოებამდე მოუღწევია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35306; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .