საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3538

ფაქტი 3538

1921 წლის 25 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გადაფასების შესახებ საკითხი, რომელიც წინანდელ სხდომაზე იყო დასმული და პრეზიდიუმს მიენდო. პრეზიდიუმმა გამგეობას დასამტკიცებლად წარმოუდგინა თავიანთი გადასინჯული და ცვლილებაშეტანილი ს. ბახტაძის (მაღაზიის გამგე) მიერ წარმოდგენილი გადაფასების სია. გამგეობის განჩინებამ მიიღო პრეზიდიუმის ნორმა, რასაც ს. კიკვაძე არ ეთანხმებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3538; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .