საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35402

ფაქტი 35402

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, 9 ნოემბერს მასთან ხალხის ბრბოთი მისულ გეურქა შახნაზაროვთან საუბრის შემდეგ შეიტყო, რომ ლადო ფსიტიძე მდივანი იყო ბოლშევიკების შტაბში, ხალხი კი ჩიოდა, რომ ძალით გაჰყავდა ისინი ფრონტზე შახნაზაროვს, ზიზო ეჯოშვილსა და სხვებს. ბათიაშვილის რჩევით, ბრბოდან ბევრმა დაყარა იარაღი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35402; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .