საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35414

ფაქტი 35414

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1814 წლის 30 აგვისტოს გამოვიდა ბრძანებულება ოსეთის სასულიერო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიას კავკასიის მთიანეთის გაქრისტიანება ევალებოდა. მისი შექმნის იდეა არქიმანდრიტ დოსითეოზს ეკუთვნოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35414; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .