საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35426

ფაქტი 35426

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს ყველაფერს ხელმძღვანელობდა გეურქა შახნაზაროვი, რომელიც ხალხის ბრბოს თავმჯდომარე იყო, იაკოფ სარაფოვი კი – იარაღინი ხალხის სარდალი, რომელიც მათ ფრონტისკენ მიუძღვოდა. აგრეთვე, შეამჩნია, რომ რევოლვერით ხელში ცხენზე ამხედრებული ვანო ათულაშვილი დიდ როლს თამაშობდა ხალხის ბრბოში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35426; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .