საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35639

ფაქტი 35639

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „მერცხალი“ იყიდებოდა თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ძმებ ჭილაძეებთან, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარაძესთან და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 7 კაპიკი ღირდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35639; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .