საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36034

ფაქტი 36034

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელზეც განიხილეს განყოფილების სავარაუდო გასავალი 1915 წელს. გამგეობის გამოანგარიშებით 1915 წელს სკოლის შენახვა სავარაუდოდ 500 მან. დაჯდებოდა, ბიბლიოთეკების დასახმარებლად 100 მანეთამდე იყო საჭირო, სხვა სავარაუდო ხარჯი (მიწერ-მოწერა, ფოსტა, მარკები, კარადა კანცელარიისთვის და სხვა) 100 მანეთს შეადგენდა. სულ 1915 წლის სავარაუდო ხარჯი იყო 700 მან. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36034; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .