საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36612

ფაქტი 36612

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების თაობაზე პრეზიდიუმმა აღძრა შუამდგომლობა ფინანსთა კომისრის წინაშე, რათა ისინი გადაეცვალათ ქართულ ფულში. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36612; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .