საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 37409

ფაქტი 37409

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა უდეპეშა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ ორდუბატისა და ნახიჩევანის მუსულმანები ხალილ-ბეისა და ხალილ-ფაშას ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ სომხეთის სოფელ გოსტანს. მისი ცნობით, სოფელ აკულისს ალყა ჰქონდა შემორტყმული, მცხოვრებნი დახოცეს, შეტევა გრძელდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 37409; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .