საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 37412

ფაქტი 37412

1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა ერევანზე რუსების 1804 წლის ლაშქრობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, საქართველოს მთავარსარდალ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს რაზმში, რომლითაც იგი სპარსთა წინააღმდეგ დაიძრა, 4561 ჯარისკაცი ჰყოლია. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მცირერიცხოვანი რაზმით თავდაცვა უფრო რთული იქნებოდა, სპარსთა მიერ რუსეთის სამფლობელოებში ფეხის შემოდგმა კი ბაბა-ხანისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მომხრეების შეგულიანებას გამოიწვევდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსთა ჯარების მთავარსარდალს გადაუწყვეტია თვითონ დასხმოდა თავს თავის მთავარ მოწინააღმდეგეს და მისი დამარცხებით სხვებისთვისაც გაექრო ამ ომში ჩაბმის სურვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 37412; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .