საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 40349

ფაქტი 40349

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერევანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრე ყანჩელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ ერევანში დიდი ბრიტანეთის მისიის მეთაურმა გურსიმ აცნობა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 40349; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .